შსს-მ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ოთარ ვ. ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეიარაღებული ბრალდებული რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის მცდელობისას ოჯახის წევრების მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო მიმალვას ცდილობდა. სამართალდამცველებმა ოთარ ვ. აღნიშნული სახლიდან 200 მეტრში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ამავე დღეს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროულის მაღაზია „კიდობანი“ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დააყაჩაღა, დიდი ოდენობით ძვირფასეულობა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ოთარ ვ-მ ყაჩაღობის ფაქტიდან რამდენიმე საათში ორი საცხოვრებელი ბინაც გაქურდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მოპარული ნივთები, დაყაჩაღებული ძვირფასეულობის ნაწილი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის, ბინის ქურდობის, ქურდობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 19-177-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Mie2o_tU3aM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები