გედევან ფოფხაძე: მეცოდება უკრაინა, “ნაციონალების” რჩევების გათვალისწინებას არავის ვურჩევ
მეცოდება უკრაინა, თუ იქ ვიზიტად ჩასულ ჩვენს პრემიერს წინა ხელისუფლების წევრები გარკვეულ პოზიციებზე დახვდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან.
„მეცოდება უკრაინა, თუ ასეთი რეალობა დახვდება ჩვენს პრემიერს, აი, ეს ხალხი თუ დახვდება იქ რაღაცა თანამდებობებზე. მაშინ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა იმიტომ კი ვერ შედგება, რომ ესენი იქ არიან, არამედ უკრაინას არ ექნება იმის რესურსი, რომ ვინმეს პარტნიორობა და დახმარება გაუწიოს. ამ ადამიანების რჩევების გათვალისწინებას არავის ვურჩევ“,- განაცხადა ფოფხაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინში ვიზიტით გამგზავრებას გეგმავს.