შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული ილდიზარ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში დააკავეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 58,2080 გრ. ნარკოტიკული საშუალება ოპიუმი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ილდიზარ მ. ნარკოტიკულ საშუალებას პერიოდულად ყიდდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=FXacTKoEWRs” width=”560″ height=”315″]