გიორგი ვაშაძე, ნიკა რურუა, ნიკა მელია, სევდია უგრეხელიძე ალასანიას პარტიას უერთდებიან?

გიორგი ვაშაძე, ნიკა რურუა, ნიკა მელია, სევდია უგრეხელიძე ალასანიას პარტიას უერთდებიან? – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ “უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელძღვანელთან ნიკოლოზ მჟავანაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
მჟავანაძე “ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრების ვინაობას ასახელებს, რომლებიც მისი ინფორმაციით ალასანიას პარტიასთან შეერთებას აპირებენ.
“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე“ნაციონალი“ , მათ შორის გიორგი ვაშაძე, ნიკა რურუა,ნიკა მელია, სევდია უგრეხელიძე, ირაკლი აბესაძე სერიოზულად ფიქრობენ და გადაწყვეტილი აქვთ ალასანიას პარტიას შეუერთდნენ, რადგან თვითონ “ნაციონალებშიც“ არის განხეთქილება. იქ ორი ჯგუფია ჩამოყალიბებული, ეს არის თარგამაძე-ბოკერიასა და ვაშაძე-მელიას ჯგუფი, რომლებიც როგორც ცნობილია დაპირისპირებულები არიან. მელიასა და ვაშაძეს ძალიანაც არ უნდათ, რომ ასოცირებულები იყვნენ სააკაშვილთან“, -აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები