შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ვალეხ ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გარდაბნის რაიონის სოფელ კარატაკლიაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5 შეკვრად დაფასოებული 43,0432 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 2,5395 გრ ჰეროინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=MscpcYFsZuU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები