ლოპოტის ხეობის მოვლენებს „ფე-ეს-ბეს“ ინფორმატორი აკონტროლებდა

“კავკაზცენტრის“ ინფორმაციით, ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციის მოვლენების ახალი დეტალები მოულოდნელად თურქეთის სპეცამსახურისთვის გახდა ცნობილი, რომელმაც სულ ახლახან დაამთავრა 2009-2011 წლებში ჩეჩენი ლტოლვილების მკვლელობის საქმის გამოძიება.
გამოძიების მასალებიდან (ქილერ „ზონას“ შეხვედრები რუსული „ფე–ეს–ბეს“ აგენტებთან – ბაშირ კუშტოვთან და ასლან უმართან ) ირკვევა, რომ „ფე–ეს–ბეს“ ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციის ადგილზე საკუთარი ინფორმატორი ჰყავდა, რომელიც ე.წ. მოჯაჰედების საქართველოდან დაღესტანში გადაადგილების შესახებ რუსულ სპეცსამსახურს აწვდიდა ინფორმაციას.
“კუშტოვი ზონას ავალებს, დაზვეროს სიტუაცია და მოახსენოს, თუ შეამჩნევს რაიმე სახის გადაადგილებას. ზონას ამაში ეჭვი ეპარება, თუმცა კუშტოვი დაჟინებით ამბობს, რომ „ფე-ეს-ბეს“ წყარო ადგილზეა და მან 100%-ით იცის მოჯაჰედების რაზმის გადაადგილებაზე. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახურები ამ ზონის აქტიურობას ალი ოსაევის მკვლელობის შემდეგ აკონტროლებდნენ. შედეგად სამინისტრომ ძალზე მნიშვნელოვანი ოპერატიული მონაცემები მიიღო. ამის შესახებ IMKANDER-ის მეთაურმა მურატ ოზერმა განაცხადა. ზონა „ფე-ეს-ბეს“ აგენტს ბაშირ კუშტოვს თურქეთში სულ ცოტა სამჯერ შეხვდა. ყველა ამ შეხვედრაში „ფე-ეს-ბეს“ აგენტი ასლან დაკაევი, იგივე უმარი მონაწილეობდა. ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ ასლან დაკაევი მჭიდრო კონტაქტშია ვინმე ახმადთან და მას ღამღამობით დათქმულ ადგილზე ხვდება. გარდა ამისა, გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ ასლან დაკაევი ამირ ხაბატის მოწამლვის თანამონაწილეც ყოფილა. თურქეთის სპეცსამსახურების მონაცემებით, იგი მოწამლული წერილით ხაბატის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე იყო. კვალის დასაფარად მან დაღესტნელი კურიერიც მოკლა“,- წერს “კავკაზცენტრი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები