სწავლება „დიდგორი 2014“ დასრულდა

 

   სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2014“ დასრულდა. შემაჯამებელი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ თითოეულ მონაწილეს სწავლებაში აქტიური მონაწინეობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სწავლების მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს მართვისა და კონტროლის მექანიზმების დახვეწა იყო. სამეთაურო-საშტაბო სწავლების ფარგლებში მონაწილეები პირობითი ამოცანის მიხედვით მოქმედებდნენ. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, რომლის დროსაც მოხდება სწავლების სიღრმისეული ანალიზი და შეფასება.
}„დიდგორი 2014“ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებული დანაყოფებიც იღებდნენ მონაწილეობას. არსებული გეგმის მიხედვით, შემდგომ წელს სწავლება დიდგორი უფრო მასშტაბური იქნება და მასში სხვადასხვა სამთავრობო უწყებები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები