რაულ ხაჯიმბა: საქართველოს დასავლელ მფარველებს რკინიგზის გახსნა არ ენდომებათ

დე ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედების საკითხზე არანაირი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა, მისი აზრით, პროექტი საინტერესოა როგორც აფხაზეთისთვის, ასევე რუსეთისთვის და სომხეთისთვის.
„იმას ვერ ვიტყვი, რამდენად მზადაა საქართველო ამ პროექტის რეალიზებისთვის,მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისი დასავლელი მფარველები ამას ნაკლებად მოინდომებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეგიონში გეოპოლიტიკურ პროცესებთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ხაჯიმბამ „კავკაზსკი უზელთან“ ინტერვიუში.
ხაჯიმბას აზრით, რუსული მხარე დაინტერესებულია, რომ სომხეთი ამ რკინიგზასთან იყოს დაკავშირებული. „მაგრამ ამაში არ არიან დაინტერესებულნი დასავლეთი და საქართველო. ჩვენ კი ამ პროექტის რეალიზაციისგან და საქართველოს მხრიდან აფხაზეთის აღიარების შემთხვევაში ბიუჯეტში დამატებითი სახსრების შემოდინების საშუალებას მივიღებდით“, – აღნიშნა ხაჯიმბამ.
შეგახსენებთ, მანამდე სომხეთის ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის მინისტრმა არტურ არაკელიანმა განაცხადა, რომ აფხაზეთის რკინიგზის ამუშავების საკითხზე ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები