შევარდნაძის დავალებით, დაჭრილი “თვითმფრინავის ბიჭები” აუცილებლად უნდა გადამერჩინა – რას ჰყვება მათი ექიმი
შევარდნაძის დავალება იყო, დაჭრილი “თვითმფრინავის ბიჭები” აუცილებლად გადამერჩინა -ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა“ “თვითმფრინავის ბიჭების“ პირადი ექიმთან ნავოლის ქობულიასთან ინტერვიუს აქვეყნებს.
“კახა ივერიელს ტყვია ფილტვში ჰქონდა გავლილი და პირიდან სისხლი ამოსდიოდა. რამდენიმე საათი მიმდინარეობდა ოპერაცია. შევარდნაძის დავალება იყო, რომ დაჭრილი ბიჭები აუცილებლად გადამერჩინა. მისი დანაბარები გადმომცეს. ოპერაციის შემდეგ დაჭრილი საკან-პალატაში გადავიყვანეთ. გასაღები მხოლოდ მე მქონდა და ყველა მანიპულაციას მე ვუტარებდი. დაახლოებით ორი თვე იყო ამ ოთახში და იქ ჩემ გარეშე ვერავინ შედიოდა“-აცხადებს ნავოლის ქობულია. “საბჭოთა კლანჭებიდან” გაქცევის სურვილით შეპყრობილმა ახალგაზრდებმა თვითმფრინავის გატაცება სცადეს, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. დაიღუპა რამდენიმე გამტაცებელი, ეკიპაჟის წევრები და ერთი მგზავრი. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გეგა კობახიძე და პაატა ივერიელი შედარებით მსუბუქად იყვნენ დაჭრილი, კახა ივერიელს კი გულმკერდის არეში გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა და გადაუდებელი ოპერაცია ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსმა, ნავოლის ქობულიამ გაუკეთა. წყარო: კვირის პალიტრა