ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია – საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთში კონტროლს ამკაცრებს

   აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო მეთაურმა რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ბესლან ბუთბაზე თავდასხმის გამო დღეს ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, ხაჯიმბამ დამნაშავეთა დასჯა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ზომების გამკაცრება მოითხოვა.
აფხაზეთის ე.წ. ვიცეპრეზიდენტის ვიტალი გაბნიას განცხადებით, სხვადასხვა უწყებებში დაიწყება თანამშრომელთა შემოწმებები ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე, მუდმივ ხასიათს მიიღებს საგზაო რეიდები.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ სოხუმში დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები