ვახტანგ კაპანაძე: ახალმა მინისტრმა იარაღსა და საბრძოლო სისტემებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა გააგრძელოს

  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ქვეყნებთან იარაღსა და საბრძოლო სისტემებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ახალმა მინისტრმაც უნდა გააგრძელოს. მისი თქმით, ეს არის სამხედრო პოლიტიკური ნაწილის შემადგენელი აუცილებელი პირობები.
კაპანაძის თქმით, იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას ბოლო პერიოდში განხორციელებული ვიზიტების დროს მოლაპარაკებები იყო, თუმცა ვინაიდან მოლაპარაკებები არ დასრულებულა, ის დღეს ვერც იარაღის სისტემას დაასახელებს და ვერც შედეგს.
“არა მარტო ამერიკაში, ჩვენ სხვა ქვეყნებშიც გვაქვს მუდმივად მსგავსი შეხვედრები, მსგავსი მოლაპარაკებები. აქ არის საუბარი როგორც სხვადასხვა მხარდამჭერ სისტემებზე, ასევე საბრძოლო სისტემებზე. მსგავსი მოლაპარაკებები ახალმა მინისტრმა უნდა გააგრძელოს. ეს არის სამხედრო პოლიტიკური ნაწილის შემადგენელი აუცილებელი პირობები”, – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები