ბესლან ბუთბა ინციდენტს, რომელიც შეემთხვა, თავდასხმად არ განიხილავს

   ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ბესლან ბუთბა ინციდენტს, რომელიც შეემთხვა, თავდასხმად არ განიხილავს. როგორვ ბუთბა “ინტერფაქსთან” საუბრისას აცხადებს, მომხდარი თავდასხმა კი არა, ბანალური ჩხუბი იყო.
“სახლში ვიმყოფები, თავს კარგად ვგრძნობ და რაც შემემთხვა, თავდასხმა კი არა, ბოდვაა. ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად მივდიოდი, როდესაც გზა გადამიჭრა მანქანამ, რომელშიც მთვრალები ისხდნენ. ეს თავდასხმა კი არა, ბანალური ჩხუბი იყო”, – აღნიშნა ბუთბამ.
შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, ბუთბა ავტომობილით დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ავტომანქანამ გზა გადაუკეტა. მანქანიდან გადმოსულმა ორმა მამაკაცმა ე.წ. პრემიერი სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები