ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერს თავს დაესხნენ

  ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ბესლან ბუთბას თავს დაესხნენ. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, ბუთბა ავტომობილით დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ავტომანქანამ გზა გადაუკეტა. მანქანიდან გადმოსულმა ორმა მამაკაცმა ე.წ. პრემიერი სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ინციდენტის შემდეგ დე ფაქტო შს მინისტრს დაურეკა და მომხდარის შესახებ აცნობა. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, ბუთბას მიერ მითითებული მანქანა მალევე დააკავეს. მასში ორი მამაკაცი და ერთი ქალი იმყოფებოდა.
დე ფაქტო შსს-ს ცნობით, დაკავებულები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიდნენ. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
მოგვიანებით, გაირკვა, რომ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ცემის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო, მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ამ დროისთვის ბუთბა სახლში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები