რაულ ხაჯიმბა: დარწმუნებულები ვართ, რომ აფხაზეთის აღიარების პროცესი გაგრძელდება
დარწმუნებულები ვართ, რომ აფხაზეთის აღიარების პროცესი გაგრძელდება – ეს განცხადება საოკუპაციო რეჟიმის დე ფატო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ახალგაზრდა დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ხაჯიმბა არ აკონკრეტებს ქვეყანას, რომელმაც შესაძლოა ეს ნაბიჯი გადადგას. მისი თქმით, საკითხზე მსოფლიოს ერთ-ერთ რეგიონში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„იმ ურთიერთობების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ საქართველოსთან და მის მეგობრებთან გვიყალიბდება, ჩვენ ეს საკითხი მუდმივად უნდა გავახმოვანოთ, რომ მივიღოთ ის რეალური შედეგი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. რაც შეეხება ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შეთანხმების გამოქვეყნებას, ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა იცოდეს – რის გაკეთებას ვაპირებთ. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ხალხის ბედთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ხაჯიმბამ.