ამერკელი გენერალი: აშშ-სა და საქართველოს შორის იარაღის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედგა

   გასულ კვირას აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის იარაღის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედგა, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ჰოდჯესმა დღეს თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“ნამდვილად ვარ ინფორმირებული იმ საუბრების შესახებ, რომელიც გაიმართა გასულ კვირას ვაშინგტონში იარაღის შეძენასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, არ იქნება მიზანშეწონილი ჩემი მხრიდან ვისაუბრო იმ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ძალზე მაღალ დონეზე ჩემი ქვეყნისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის”, – განაცხადა ჰოდჯესმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ასეთი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები