ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაშავდა

ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა ქართველი სამხედროების პატრულირების დროს მოხდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
უწყების ცნობით, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ბაგრამის ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედროები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები