ახალგორში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს

ახალგორის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს. როგორც დაკავებულების ახლობლები აცხადებენ, ისინი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. სამივე მათგანი კასპის რაიონის სოფელ ბოჟამიდან არიან. ისინი ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშის მოსაჭრელად იმყოფებოდნენ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები