გია ბარამიძე “სამადლობელისთვის” დავით უსუფაშვილს ყანწს ჰპირდება

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ბარამიძისთვის გაუგებარია, თუ რატომ ამბობს უარს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ დებატებზე.
“პარლამენტის თავმჯდომარემ პარასკევს სამადლობელი სიტყვა უნდა თქვას. ერთი ყანწი უნდა წამოვუღოთ მას ამისთვის, რომ სამადლობელი სიტყვა თქვას. პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და ხალხმა უნდა იცოდეს, ქვეყანაში რა მდგომარეობაა სწორედ პოლიტიკოსებისგან, უმრავლესობისგან და უმცირესობისგან. გაუგებარია, როდესაც გასაოცარი დემოკრატიის მშენებლობაზე საუბრობენ და პარლამენტში ოპოზიციას საერთოდ არ მისცეს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვას ითხოვს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე არ იზიარებს. 14 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვით მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები