ალასანიას პირველი კომენტარი აუდიტის სამსახურის განცხადებაზე

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აუდიტის სამსახურის განცხადებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. ირაკლი ალასანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურ სარჩულს ატარებს და აუდიტის განცხადება პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი ელემენტია.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მუშაობა, რომელიც ერთად გასწია ჩემმა სტრუქტურამ და აუდიტის სამსახურმა, წარმოაჩენს სწორედ იმ რეალურ ვითარებას, რაც სისტემაშია. მთავარი ახლა არ არის, რომელი კონკრეტული უწყება რა ურთიერთობაში იყო თავდაცვის სამინისტროსთან. ახლა ყველაფერი ერთად კონცენტრირდება თავდაცვის სამინისტროსა და ჩემს წინააღმდეგ. ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, სხვა არაფერი. მე მოთმინებით ველოდები, რომ გასაჯაროვდეს ის საქმე, რაც პროკურატურამ დაიწყო და რეალურად დაიწყოს გამოძიება. ეს არის ერთადერთი გზა, როდესაც საზოგადოება დაინახავს, რასთან გვაქვს საქმე. სიმართლე გაირკვევა. მე ამაში დარწმუნებული ვარ. უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან, გათავისუფლდებიან“, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები