თამარ კორძაია ქუცნაშვილის პოზიციას არ იზიარებს

პრეზიდენტს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მიმართოს პარლამენტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე აკეთებს მიმართვას.
კორძაია ქუცნაშვილის პოზიციას არ იზიარებს. „მე ვფიქრობ რომ პრეზიდენტის აქ მოსვლა არ არის ამით განპირობებული. პრეზიდენტს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მიმართოს პარლამენტს. ვთვლი რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე ის აკეთებს მიმართვას და ჩვენ უნდა მივესალმოთ მის მაღალ სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩემი კოლეგის ქუცნაშვილის პოზიციას რა თქმა უნდა მე მას ამ შემთხვევაში არ ვიზიარებ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები