საკრებულოსთან საპროტესტო აქცია – პერფორმანსი გაიმართა

საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლის თაობა“ დედაქალაქის თვითმმართველობისგან გზების მოწესრიგებას ითხოვს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციას საკრებულოს უმცირესობის დეპუტატები და დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელიაც შეუერთდნენ.
ადგილზე შეკრებილებმა, სიმბოლურად, საკრებულოს წინ დაზიანებული ასფალტის მონაკვეთი დააგეს და დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები