მარიკა ვერულაშვილი უმრავლესობაში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

რატომ მიიღო მარიკა ვერულაშვილმა უმრავლესობაში გადასვლის გადაწყვეტილება ის კომენტარს არ აკეთებს
„ნაციონალური მოძრაობის“ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილი კომენტარს არ აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიღო მან უმრავლესობაში გაწევრიანების გადაწყვეტილება. “როგორც იცით, ფრაქცია შეიქმნა. დეტალებზე ფრაქციის თავმჯდომარე ისაუბრებს”, – აღნიშნა მარიკა ვერულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი ფრაქცია სახელწოდებით “დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისთვის” უმრავლესობას შეუერთდა. აღნიშნული ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” გასულმა იმ დეპუტატებმა შექმნეს, რომლებიც ამ დრომდე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საქმიანობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები