ვლადიმერ პაპავა: მინდა უკან დასახევი გზა მათაც დავუტოვო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა მისი და უნივერსიტეტის მიმართ არსებულ ბრალდებებს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. საუბარია უნივერსიტეტის სიახლოვეს გაზგასამართი სადგურის, სასაფლაოს მშენებლობის წინააღმდეგ, ასევე უნივერსიტეტისთვის სპეციალური დაფინანსების გამოყოფის თაობაზე რექტორის განცხადებებზე. როგორც ვლადიმერ პაპავამ დღეს თსუ-ს პირველ კორპუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ბრალდებებს ელოდა. მისივე თქმით, რექტორი რომ არ იყოს, კონკრეტულ პირებს დაასახელებდა, თუმცა ახლა მის უკან უნივერსიტეტის ინტერესებია.
“არ მინდა, ბოლომდე ხიდი ჩავანგრიო, მე მინდა უკან დასახევი გზა მათაც დავუტოვო”, – აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები