გოგლა ჟვანია ექსპერტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, გოგლა ჟვანია, ექსპერტ მამუკა ჩხაიძის გარდაცვალებასა და ზურაბ ჟვანიას საქმეს შორის კავშირს ვერ ხედავს. ამის შესახებ გოგლა ჟვანიამ “კვირასთან საუბრისას განაცხადა. “მე ამ საქმის კურსში არ ვარ. რაიმე კავშირის დანახვა არ შემიძლია” – აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმის კიდევ ერთი ექსპერტი გარდაცვლილი იპოვეს. 54 წლის პათანატომი მამუკა ჩხაიძე 10 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში, სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ჟურნალი „ლიბერალი“ ავრცელებს. ჩხაიძე ერთ-ერთი იყო, ვინც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა. მეგობრების თქმით, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მამუკა ჩხაიძე პროკურატურაში დაკითხვებზე 7 ნოემბერს იმყოფებოდა. გარდაცვლილის ოჯახს ბიძის ბუნებრივ სიკვდილში ეჭვი არ ეპარება და ექსპერტიზა არ სურს. ჟვანიას საქმეზე მომუშავე ექსპერტებიდან ჩხაიძე მეორე ექსპერტია, რომელიც მკვდარი იპოვეს. პრემიერის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე ყვარელში, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი ლევან სამხარაული მოკლეს.