ნარმანია: ვემხრობი, რომ ძველი საბაგიროს ტერიტორიიდან მოხდეს საბაგიროს ასვლა მთაწმინდაზე
„ვარდების მოედანზე“ საბაგირო სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
საკითხის შესახებ თბილისის მერს დავით ნარმანიას საკუთარი მოსაზრებები ლაშა თაბუკაშვილმა, დავით მაღრაძემ და ელდარ შენგელაიამ გააცნეს. მათ დედაქალაქის მერს ალტერნატიული პროექტი შესთავაზეს, რომლითაც რუსთაველის გამზირზე არსებული ძველი სადგურის გამოყენება შესაძლებელი გახდება.
„შინაგანად მე თვითონაც ვემხრობი იმას, რომ თუ ტექნიკურად ეს შესაძლებელი იქნება, ძველი საბაგიროს ტერიტორიიდან მოხდეს საბაგიროს ასვლა მთაწმინდის სადგურზე“, – განაცხადა დავით ნარმანია.