ჯორჯ სოროსი საქართველოში ჩამოვა
“ღია საზოგადოების ფონდების” დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვა. საქართველოში სოროსის ვიზიტი ფონდ „ღია საზოგადოება- საქართველოს“ 20 წლის იუბილეს უკავშირდება. ის 15 ნოემბერს საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება და ფონდის სხვადასხვა სფეროში თავისი საქმიანობის ორ წელს შეაჯამებს.
ჯორჯ სოროსი ბოლოს საქართელოში 2012 წელს იმყოფებოდა. ის ბიძინა ივანიშვილს, დავით უსუფაშვილს და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.