დავით უსუფაშვილი დეპუტატებს ერთმანეთზე საუბრისას მიმართვის ფორმას უწუნებს

 

   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დეპუტატებს ერთმანეთზე საუბრისას მიმართვის ფორმას უწუნებს. უსუფაშვილმა პარლამენტარებს “მიმართვის ფორმის უკეთ შერჩევისკენ” მოუწოდა, რისი მიზეზიც გახდა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის გია ბარამიძის ფრაზა: “მე მაინტერესებს, რა ხალხია ეს, ვინ არიან?”.- აღნიშნული კითხვა დეპუტატმა ფრაქცია “დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონებისთვის” მისამართით მას შემდეგ გამოთქვა, რაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ბიუროს სხდომის მონაწილეებს აღნიშნული ფრაქციის რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გააცნო.
“ძალიან გთხოვთ, რომ კოლეგებმა კოლეგების მიმართ მიმართვის ფორმა ცოტა უკეთ შევარჩიოთ. ვთვლი, რომ ეს ცუდი ფორმაა. რა ხალხია ეს და ის ხალხია, რომელიც პარლამენტში მოიყვანეთ. კოლეგებს მოეპყარით კოლეგიალურად, ძალიან გთხოვთ”, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს.
ფრაქცია “დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისთვის” ყოფილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან შეიქმნა. აღნიშნული ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობაში გაწევრიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები