კახა გოგოლაშვილი: თამარ ბერუჩაშვილი ძალიან გამოცდილი კანდიდატია

ევროპული კვლევების ცენტრი დირექტორი, საერთაშორისო ექპერტი კახა გოგოლაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
გოგლაშვილი “კვირასთან “ საუბრისას ბერუჩაშვილის დიპლომატიურ სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიან გამოცდილებას უსვამს ხაზს. ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს გამოცდილება ისეთ საპასუხისმგებლო პოსტზე, როგორიც საგარეო უწყების მართვაა, ბერუჩაშვილს ეფექტურად მართვაში დაეხმარება.
“თამარ ბერუჩაშვილი ძალიან გამოცდილი კანდიდატია და საგარეო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის, განსაკუთრებით კი ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ სწორედ ამ სამინისტროს ჩააბარებდა პრემიერი ბერუჩაშვილს.10811619_314198028786387_12431534_n
საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა, რაც, რა თქმა უნდა, ხაზგასასმელი ფაქტია. სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა გვქონია, როცა შიდა პოლიტიკურ კონიუნქტურას პროფესინალები მიუჩქმალია, ან პირიქით – გაურიყავს“, – განუცხადა “კვირას“ გოგოლაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თამარ ბერუჩაშვილი 1998 წელს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2000-2003 წლებში ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა. “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თამარ ბერუჩაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. 2004-2010 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. 2013 წლის პირველი აპრილიდან კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები