დე ფაქტო აფხაზეთის ავტონომია საქართველოს შემადგენლობაში ანაქრონიზმია – დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი
„საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის შესახებ თბილისის შემოთავაზება მოძველებული სქემაა და მიუღებელია დამოუკიდებელი, სუვერენული, აღიარებული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის „ელჩმა“ რუსეთის ფედერაციაში იგორ ახბამ.
გარდა ამისა, ახბამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა განცხადებები გააკრიტიკა. კერძოდ, ახბამ კრიტიკის ქვეშ მოხვდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ შეთანხმება „თანამშრომლობის და ინტეგრაციის შესახებ“ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციის შორის საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და ქართული რეგიონის – აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიის კიდევ ერთი მაგალითია.
ახბას მტკიცებით, არანაირი საერთაშორისო სამართალი არ ირღვევა. „ეს ნონსენსია და არასერიოზულია მცოდნე იურისტისთვის თვალთახედვიდან. აფხაზეთი არასოდეს იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი და იმავე საერთაშორისო ნორმების შესაბამისად საკუთარი პოლიტიკურ-სამართლებრივი, სახელმწიფოებრივი სტატუსი განსაზღვრა ისე, როგორც თავის დროზე საქართველომ განაცხადა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე“, – აღნიშნა ახბამ.
ახბას თქმით, შეთანხმებაში აფხაზი ხალხის სუვერენიტეტის შესახებ „წითელი ხაზით“ იქნება აღნიშნული.