პეკინზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
თბილისში, პეკინის გამზირზე წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი “ოპელისა” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავდნენ ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი და ერთი მგზავრი. ისინი სასწაფო დახმარების ჯგუფმა ღუდუშაურის სახელობის სამედიცნო ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც ექიმები აცხადებენ, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.