ლადო პაპავას კორუფციაში ადანაშაულებენ
თსუ-ს რექტორ ლადო პაპავას კორუფციაში ადანაშაულებენ.
როგორც “აქცენტს“ უნივერსიტეტში განუცხადეს, პაპავა საკუთარი მეგობრების დასაქმებაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე განათლების დონის ამაღლებაზე.
“ყველასთვის ცხადი და ნათელი იყო თუ რა დღეში ჩააგდო “ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თუმცა რეალობა არც ახალი რექტორის მოსვლამ შეცვალა. “ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დასაყრდენები ვინც იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტში, დავით ჩომახიძე, ირაკლი ხარჯევანიძე (გალჩი) და ა.შ. რომელიც იყო შემჩნეული პოლიტიკური მოტივით სტუდენტების ცემასა და დაშინებაში დღეს ისევ მყარად ინარჩუნებენ საკუთარ პოსტებს. ეს ის ხალხი არიან, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანეს ლადო პაპავას რექტორად არჩევაში, შევიდნენ გარიგებაში მასთან და რექტორის არჩევნების დროს ამ „ძველმა გვარდიამ“ 5 ხმა მოუტანა აკადემიური საბჭოდან ლადო პაპავას, რის შედეგადაც იგი აირჩიეს რექტორად და ეს იყო იმის გარანტი, რომ მათ შეუნარჩუნდებოდათ ადგილები თსუ-ში რაც ესე მოხდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ისედაც გაბერილი იყო შტატები თსუ-ს ადმინისტრაციაში და სტუდენტის მიერ გადახდილი ფული ძალიან უაზროდ იხარჯებოდა მათ ხელფასებში ბატონმა ლადომ არა თუ რეორგანიზება ჩაატარა სტრუქტურას, პოლიტიკური სადამსჯელო რაზმები რაც იყო ნაც. მოძრაობის დროს გაუშვა სამსახურიდან და დაიწყო სტუდენტის მიერ გადახდილი თანხის მის განვითარებაზე მოხმარება, არამედ დაამატა ახალი კადრები და როგორც ეხლა ირკვევა პრემიებითაც ანებივრებს. რამდენანაც სასაცილო არ უნდა იყოს თსუ – ს პიარ სამსახურში 25 ადამიანი მუშაობს. მთლიანობაში ლადო პაპავას მისვლის შემდეგ 74 საშტატო ერთეული დაემატა ისედაც გადავსებულ თსუ-ს ადმინისტრაციას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ იმის მაგივრად, რომ რექტორმა იზრუნოს განათლების დონის აწევაზე თსუ – ში, ზრუნავს საკუთარი მეგობრების დასაქმებაზე და ზოგს კათედრა შეუქმნა, ზოგს სრული პროფესორის შტატი და ა.შ. ძალიან მაინტერესებს რა დონე უნდა აუწიოს უნივერსიტეტს ვაჟა ლორთქიფანიძემ (ყოფილი სახელმწიფო მინისტრი), ავთანდილ სილაგაძემ (ქონების მართვის ყოფილი მინისტრი), ალექსანდრე კარტოზიამ (განათლების ყოფილი მინისტრი) – ამ ადამიანების უნივერსიტეტის პროფესორებათ დანიშვნით და მათ ხელფასის სახით საკმაოდ სოლიდური თანხა ერიცხებათ რომელიც ასევე სტუდენტის გადახდილი ფულია“, – აცხადებენ უნივერსიტეტში და ცალკე პრობლემად რექტორის მივლინების ხარჯებს ასახელებენ.
“ცალკე საკითხია რექტორის და მისი მრჩევლების მივლინებები და მათი ხარჯები. ლადო პაპავას 2014 წელს 14 მივლინება ქონდა რომელიც 40 000 ლარი დაჯდა, მის მრჩეველს გიორგი ბენაშვილს 6 მივლინება 5 000 ლარი ხოლო მის მეორე მრჩეველს ირაკლი მურცხვალაძეს 4 მივლინება ღირებულებით 18 000 ლარი. ესეც სტუდენტის მიერ გადახდილი ფული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლადო პაპავამ გამოსცა წიგნი ამერიკაში რომელიც შემდეგ აყიდინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 18 000 ლარად. ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ იმის მაგივრად რომ უნივერსიტეტში მოგვარებულიყო წიგნის და ბიბლიოთეკის პრობლემა რომელსაც ძალიან დიდი ხანია აპროტესტებენ სტუდენტები, რომ პრაქტიკულად არ არის ნათარგმნი თანამედროვე სახელმძღვანელოები ლადო პაპავამ საკუთარი წიგნი აყიდინა უნივერსიტეტეს 18 000 ლარად და ლექტორებს აიძულებენ რომ ლექციებზე უთხრან ბავშვებს, რომ სასწავლო სახელმძღვანელო იყიდონ კათედრაზე. როდესაც ცივილურ ქვეყნებში აბსოლუტურად ყველა წიგნი არის ბიბლიოთეკაში და არ არის მისი ყიდვის აუცილებლობა. გარდა ამისა ლადო პაპავამ მოინდომა და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ემერიტუსის პრინციპი უნივერსიტეტში, რომ ხელფასი უნარჩუნდება პენსიად პროფესორს დამატებითი ფონდის შექმნა მოინდომა რითიც პენსიას გადაუხდის უნივერსიტეტიდან წასულ პროფესორებს ამასაც სტუდენტის მიერ გადახდილი ფულით აპირებს და უმჯობესია ეს თანხა ბევრ უნივერსიტეტისთის სასიკეთო პროექტს მოხმარდეს. სტუდენტები ისევ ცარცით წერენ დაფაზე და ბათქაშები ცვივა ჭერიდან. ამ ყველაფრის ფონზე შემიძლია გითხრათ, რომ რაც ლადო პაპავა და მისი გუნდი მოვიდა უნივერსიტეტის სათავეში სასიკეთოთ უნივერსიტეტისა და მეცნიერებისა ნამდვილად არაფერი გაკეთებულა და ისმის კითხვა, თუ საით მიაქანებს ეს რეტროგრადი ადამიანი უნივერსიტეტს? ფაქტია, რომ არის დიდი სტაგნაცია და თსუ გადააქციეს ფულის საჭრელ მანქანად“, – განუცხადეს „აქცენტს“ უნივერსიტეტში.
წყარო: http://acn.ge/politic-ge