„სააკაშვილი თბილისში „მაიდანს“ იწყებდა, რომელიც ალასანიას „არაბულ გაზაფხულში“ უნდა გადაზრდილიყო“

2014 წლის 15 ნოემბერს სააკაშვილი თბილისში „მაიდანს“ იწყებდა, რომელიც ალასანიას „არაბულ გაზაფხულში“ უნდა გადაზრდილიყო, – ამის შესახებ „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას სასწრაფო გადაყენებით ვერაგი გეგმა ჩაშალა.
„როცა ღარიბაშვილმა ცე-რე-უს სკოლის კურსდამთავრებულის, საქართველოში პენტაგონის მთავარი დასაყრდენის, ნატოს მიერ კონტროლირებადი ალასანიას უწყებაში გამოძიების დაწყება გაბედა, სახელმწიფო დადეპარტამენტის მოთმინების ფიალა, მართლაც, აივსო! საქართველოსთვის აშშ-მა აამოქმედა სახელმწიფო გადატრიალების კომბინირებული ვარიანტი: 15 ნოემბერს, 16.00 საათზე „ნაცმოძრაობა“ დაიწყებდა თბილისში „მაიდანს“, რომელიც საღამოს „არაბულ გაზაფხულში“ უნდა გადაზრდლიყო!
„ნაცმოძრაობის“ აქციის შემდეგ, რომელიც, პროვოკატორების გეგმით, უნდა გადაზრდილიყო მასობრივ არეულობებში, თავდაცვის მინისტრ ალასანიას ლამის განგაშზე ფეხზე უნდა დაეყენებინა დედაქალაქის გარეუბნებიდან – ვაზიანის ბაზიდან და კრწანისის ცენტრიდან -საჯარო ქვედანაყოფები, რომლებიც ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ქალაქში ბრძოლის უნარ-ჩვევებში გაწვრთნეს და რომლებმაც ავღანეთი გამოიარეს, მეორე დილით კი – 16 ნოემბერს – ვაზიანისა და ალექსეევკის სამხედრო აეროდრომებზე უნდა დამჯდარიყო ორი ამერიკული ბორტი აშშ-ის საზღვაო ქვეითებისა და ნაციონალური გვარდიის ქვედანაყოფებით, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ თავდაცვის მინისტრ ალასანიას, რომელმაც დროებით ხელში აიღო ძალაუფლება კონსტიტუციური წესრიგის დაცვის მიზნით აშშ-ის N1 სტრატეგიულ პარტნიორ-ქვეყანაში.
ამერიკული დესანტის ფორმალური მიზეზი სავსებით საპატიო იქნებოდა – აშშ-ს საელჩოს შენობის დაცვა, რომელიც დედაქალაქის გარეუბანში, ჯ. ბალაჩინინის ქ.N11 ში მდებარეობს. სწორედ ამ სტარეტეგიული მისიის – სახელწოდებით გადამწყვეტი მხარდაჭერა – დეტალების შეთანხმების მიზეზით, ალასანიამ თავის დემარშამდე, ანუ 3 ნოემბერს, პენტაგონში მიავლინა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც პენტაგონის უმაღლესი ხელმძღვანელობა ელოდა. მათ შორის ნაციონალური გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალ-ლეიტენატნი ჯოზეფ ლინგელი, თავდაცვისა და უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვიცე-ადმირალი ჯოზეფ რიქსი, აშშ-ს ქვეთი ჯარების შტაბის უფროსი რეიმონდ ოდიერნო, აშშ-ის შტაბის უფროსი რეიმონდ ოდიერნო, აშშ-ს შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე მარტინ დემპსი და საზღვაო ქვეითთა კორპუსის შტაბის უფროსის მოადგილე ჯონ პაქსტონი“, – აცხადებს არნო ხიდირბეგიშვილი.
ხიდირბეგიშვილი გამოცემასთან საქართველოში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოსთვის საფრთხეს არ გადაუვლია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თანამდებობა დატოვა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ აშშ-ში ვიზიტი არ შეწყვიტა.
როგორც „საქინფორმის“ რედაქტორი ამბობს, უკვე მესამე დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას კომენდანტის საათთან ერთად გამოაცხადებდა. მისი თქმით, სწორედ ეს გეგმა ჩაშალა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი ალასანია სასწრაფო წესით თანამდებობიდან გადააყენა.
„საქართველოსთვის საფრთხეს არ გადაუვლია – ის მუდამ იარესებებს, სანამ ხელისუფლება მთლიანად არ დაეყრდნობა ქართველ ხალხს და არ აღასრულებს მის ნებას – არ მოაშორებს ხელისუფლებიდან ახლო მეგობრების გუნდს, რომლებიც დღეს არც კი მალავენ თავის თბილი დამოკიდებულებას ერთმანეთისადმი – „ნაციონალებს“, „რესპუბლიკელებს“ „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „კარალევა მარგოს“, ანუ სააკაშვილის მეგობრობის კლუბს, რომელიც სძულს ქართველ ხალხს“, – აცხადებს ხიდირბეგიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები