რატომ იყო დაჭერილი ალასანიას ცოლისძმა? – ნარკოტრეფიკი და ალასანია-ოქრუაშვილის დაპირისპირება

გაზეთი „კვირის ქრონიკა“ თავდაცვის ორი ყოფილი მინისტრის – ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაპირისპირების მიზეზებზე სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიიდან ირკვევა, საზოგადებაში გავრცელებული ვერსია, რომ ალასანია-ოქრუაშვილის დაპირისპირება 2006 წელს კოდორის ხეობის მოვლენების გამო დაიწყო, რელობას არ შეესაბამება.
ოქრუაშვილის განცხადებით, როდესაც ის შს მინისტრი იყო, ირაკლი ალასანიას ცოლისძმა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვის ფაქტზე დაიჭირა.
„მაია ფანჯიკიძის ძმა იყო თბილისში ცნობილი ნარკორელიზატორი და ნახევარი საბურთალო და ვაკე მოწამლა“, – ამბობს ოქრუაშვილი. გამოცემა ოქრუაშვილის იმ განცხადებასაც იხსენებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ ალასანიას თავდაცვის მინისტრობისას საფრანგეთში მას კომპიუტერი გაუტეხეს და ალასანია გამუდმებით უსმენდა.
2010 წელს კი, როდესაც ალასანია მერობის კანდიდატად კენჭს იყრიდა, ცოტნე გამსახურდიამ ციხიდან მიმართვა გაავრცელა. მან თბილისელებს მოუწოდა, ალასანიასთვის მხარი არ დაეჭირათ, რის მიზეზადაც მისი ნარკოტრეფიკობა დაასახელა.
„შეგახსენებთ, რომ ეს ის ალასანიაა, რომელიც შევარდნაძის მოღვაწეობის პერიოდში ე.წ უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც თანამდებობას ბოროტად იყენებდა, ხელს უწყობდა ნარკოტიკების რეალიზაციას, კორუფციას, ტრეფიკინგს და სხვა. ირაკლი ალასანია კურირებდა ნარკოტიკების შემოტანასა და მის რეალიზაციას პანკისის ხეობიდან“, – ამბობდა გამსახურდია.
„კვირის ქრონიკა“ კი წერს, რომ 2010 წლის მერის არჩევნებში გიგი უგულავამ ირაკლი ალასანია დაამარცხა, თუმცა ალასანიამ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე უგულავას „ღირსეული გამარჯვება“ მიულოცა.
„დღესაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი „ნაცმოძრაობის“ და ალასანიას შორის შეთანხმებული თამაში იყო“,- წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები