დავით თევზაძე: „ნაციონალებს“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არა აქვთ!

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც დავით თევზაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება აღარ ენდობა.
„ნაციონალებს“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არა აქვთ! კარგი რუსული ანდაზაა: ძაღლი, რომელიც ხმამაღლა ყეფს, არ იკბინებაო. 2003 წელს სულ სხვა სიტუაცია იყო, მაშინ არც მთავრობის შიგნით იყო ერთიანობა და არც ხალხში იყო ხელისუფლების მიმართ ნდობა. დღეს ხალხის უმრავლესობა არ ენდობა მათ, ვინც იმუქრება. რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ივანიშვილი, 2012 წელს მან საქართველოში პოლიტიკური რეალობა შეცვალა, ასევე, რაც უნდა ცუდად უნდა იქცეოდეს მთავრობა, ხალხი ჯერ კიდევ მათ ენდობა და არა „ნაციონალებს“! სადაც უნდათ შეიკრიბონ, რაც უნდა ის თქვან! მათი ლაპარაკით და შეკრებებით ქვეყანა არ დაინგრევა! პირიქით ზედმეტი ყურადღების მიქცევით, უფრო მეტად ვაპიარებთ. მერწმუნეთ, არ არიან ამხელა ყურადღების ღირსნი!“ – აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები