ვახტანგ კაპანაძე: თავდაცვის ახალ მინისტრთან ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაპირებ
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის ახალ მინისტრთან ნაყოფიერ თანამშრომლობას აპირებს. ამის შესახებ კაპანაძემ გვიან ღამით ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებისას განაცხადა. გენერალური შტაბის უფროსის თქმით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
“შეიარაღებული ძალები დგას პოლიტიკის მიღმა და მისი პოლიტიკა არის მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების დაცვა. მე მნიშნავს და მათავისუფლებს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. გვაქვს უამრავი გეგმა, უამრავი საქმე არის გასაკეთებელი. ახალ თავდაცვის მინისტრთან ვაპირებ არა უბრალოდ თანამშრომლობას, არამედ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. ის ამოცანები, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე, რთულ სამხედრო გარემოში, რომელიც რეგიონისთვის არის დამახასიათებელი, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.