ედუარდ კოკოითი: თრუსოს ხეობა და ყაზბეგის რაიონის ნაწილი „სამხრეთ ოსეთს“ ეკუთვნის

ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბრობს. კოკოითი სიტყვით საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობის „ოსების უმაღლესი საბჭოს“ ყრილობაზე გამოვიდა. მისი განცხადებით, თრუსოს ხეობა და ყაზბეგის რაიონის ნაწილი „ოსეთს“ ეკუთვნის და მას უნდა დაუბრუნდეს.
„ჩვენ დიპლომატიური მეთოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შევქმნათ ყველანაირი პირობა, რათა ეს ტერიტორიები ისტორიულ მესაკუთრეებს – ოსებს მშვიდობიანად დაუბრუნდეთ. ბევრი ოსური სოფელი იქ ქართული ქვედანაყოფებების პოლიგონებად იქცა“, – განაცხადა კოკოითიმ.
კოკოითის მოსაზრებითვე, ყაზბეგის რაიონში ყოფნა მისცემს ქართული სამხედრო გზის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილის კონტროლის საშუალებას. ეს ნაწილი – რუსეთიდან სომხეთში მიმავალი ყველაზე მოკლე გზაა.
„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, თრუსოს, გუდის და ყაზბეგის ხეობები დიდი ხანია, ერთიანი ოსეთის შემადგენლობაში იქნებოდა, ეს საკითხი ყველა დონეზე უნდა დადგეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ომი უნდა გამოვაცხადოთ”, – განაცხადა კოკოითმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები