„სომხური მხარის განცხადება რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის ნათქვამს ეყრდნობა“

ცნობილი მიზეზების გამო, ამ მიმართულებით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არტურ არაქელიანის განცხადებას, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაშიც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროც მონაწილეობს.
მინისტრის თქმით, სომხური მხარის განცხადება რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის ნათქვამს ეყრდნობა.
„მე რამდენადაც წავიკითხე განცხადება, ის რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის ნათქვამს ეყრდნობა. იქ არ მინახავს, რომ ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ვიყოთ ჩართულნი. ამას ვერანაირად ვერ დავადასტურებ, რადგან ამ ეტაპზე, ცნობილი მიზეზების გამო, ამ მიმართულებით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილე არტურ არაქელიანი გამოცემა tert.am-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაშიც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროც მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები