„საქართველის მხრიდან აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს“

აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით “არაფერი ხდება” -ასე გამოხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არტურ არაქელიანის განცხადებას, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაშიც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროც მონაწილეობს. მინისტრის განცხადებით, საქართველის მხრიდან აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
“ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, საერთოდ არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით, რაც ხდებოდა ორი წლის წინ, ის ხდება დღესაც – ანუ არავითარი მიმართულება არ არის”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილე არტურ არაქელიანი გამოცემა tert.am-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაშიც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროც მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები