აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხში დადებითი სიგნალებია – სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრო
აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენის საკითხზე დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ სომხეთის ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილემ არტურ არაკელიანმა განაცხადა.
„როგორც სომხური, ისევე ქართული და რუსული მხარეები ამ პროგრამის რეალიზებას – ანუ აფხაზურ მონაკვეთზე სარკინიგზო კავშირის აღდგენას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. უბრალოდ, ბოლო დროს დადებითი განცხადებების გასაჟღერებლად უფრო მეტი საშუალება გაჩნდა. კერძოდ, დამაიმედებელიო სიგნალების შესახებ რუსეთის სარკინიგზო გზების პრეზიდენტმა განაცხადა. რადგან მოლაპარაკებები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, საკითხი უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური. აქ ამოცანა ისაა, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლებებთან. სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროც ჩართულია ამ პროცესებში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
არაკელიანის თქმით, აფხაზურ მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენის ხარჯი დათვლილი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ საკითხი დადებითად გადაწყდება, დაფინანსების პრობლემა არ შეიქმნება, – განაცხადა არაკელიანმა. აფხაზეთის რკინიგზის გახსნის შესახებ აქტიური საუბარი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის გუნდის დამარცხების შემდეგ დაიწყო. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, – წერს სომხური მედია. შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის რკინიგზის საშუალებით აფხაზეთში ომის დროს შეწყდა. მაშინ, 1992 წელს ენგურის მდინარეზე გადასული სარკინიგზო ხიდი იყო აფეთქებული.