გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 7 დაურეგისტრირებელი სახერხი დალუქა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პრევენციულ ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში აგრძელებს.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაცვის ხე-ტყის უკანონო ჭრის და გადამუშავების გამოვლენის მიზნით, ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განახორციელეს.
მათივე ინფორმაციით, გამოავლინეს 7 დაურეგისტრირებელი სახერხი, სადაც აღმოაჩინეს 30 მ3 უკანონო ხე-ტყე.
ასევე შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ჩამოართვეს უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსი. მასალები გადაგზავნილია შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.