დღეს, პირველ სესიაზე, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

დღეს, 20 ივლისს პირველ სესიაზე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII) აბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდაზე გამოცხადდა 90%-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.

“ამ დროის მონაცემებით, დაგვიანება არ ფიქსირდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები