როკის გვირაბი დღეს გაიხსნება

დღეს როკის გვირაბის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, ტრანსკავკასიის მაგისტრალზე მოძრაობა 13.00 იქნება გადაკეტილი. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცერემონიაში მონაწილეობას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტი“ ლეონიდ თიბილოვი, ჩრდილოეთ ოსეთის „პრეზიდენტი“ თეიმურაზ მამსუროვი, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ როკის გვირაბის რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდა. გვირაბი 1985 წელს აშენდა. გვირაბის სიგრძე 3660 მეტრია. როკის გვირაბით ტრანსკავკასიის ავტომაგისტრალი გადის. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები