ე.წ. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის მესაზღვრეებმა 4 პირი დააკავეს. მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს, ერთი კი გორიდანაა.
ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო “რესმა” ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციითვე, დაკავებულების გარდა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დაჯარიმდა.