თბილისში საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი გაიხსნა

თბილისი საჯარო სერვისების გაეროს-ს ფორუმს მასპინძლობს, სადაც მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოქალაქეზე ორიენტირებული, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე მსჯელობენ.

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

ფორუმი „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ გახსნეს.შეიძლება იყოს ფიცარნაგი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „ಜಿో 图内 ม 5တ31 5တ၁ကက നുப UN PUBLIC SERVICE FORUM 2026 0 UN PUBLICE PUBLIC SERVICE ORUM On SERVICE 2026“ გამოსახულება

მაღალი დონის ღონისძიების თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელსაც საქართველო წლებია, ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის.

პაატა სალიამ იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რაც ტექნოლოგიური პროგრესისა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე სახელმწიფო სერვისების მიმართ ჩნდება და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და პარტნიორების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ახალი ინიციატივებისა და გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესის წარმატებისათვის.

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ საჯარო სერვისების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ფორუმის ორგანიზებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრს სპეციალური სიგელი გადასცა.

ფორუმი თემატური სესიების ფორმატში სამი დღის განმავლობაში იმუშავებს. მისი მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება, მონაცემთა დაცვა, ინკლუზიური მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ღონისძიება სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებული საუკეთესო ინოვაციური პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულებაფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუასა უცხოური დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

შეიძლება იყოს ბრბო და ტექსტი გამოსახულება

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები