კეზერაშვილის სავარაუდო თანამზრახველის ვიქტორ ბუტის უფლებებს ცნობილი ადვოკატები დაიცავენ
31 ოქტომბერს არხანგელსკის მკვიდრმა – ტეხასელმა ადვოკატმა ალექსეი ტარასოვმა, რომელიც როსტოველი კონსტანტინე იაროშენკოს უფლებებს იცავს, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოს 200 დოლარი გადაუხადა და ცნობილ იარაღით მოვაჭრესთან ვიქტორ ბუტის ინტერესების დაცვის ნებართვის მიღების შუამდგომლობით მიმართა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ბუტი 2011 წლის 2 ნოემბერს ტერორისტული ორგანიზაციისთვის იარაღის მიყიდვის საქმეში დამნაშავედ სცნეს. კანონის თანახმად, მას ხელახალი პროცესის ჩატარების მოთხოვნით სასამართლოსთვის 3 წლის განმავლობაში, 2014 წლის 3 ნოემბრამდე ანუ დღემდე შეეძლო მიემართა.
31 ოქტომბერს ტარასოვმა სასამართლოს კიდევ ერთი შუამდგომლობით – ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის მომზადებისთვის ბუტის დაცვის მხარისთვის ვადის 60 დღით გაგრძელების თხოვნით მიმართა. ახალგაზრდა ადვოკატის თქმით, ბუტმა იგი საკუთარი ინტერესების დასაცავად სექტემბრის შუა რიცხვებში მიიწვია, ხოლო ოქტომბრის შუა რიცხვებში მან აშშ–ს ყოფილი იუსტიციის მინისტრის ჯონ ეშკროფტის საადვოკატო ბიუროს მიმართა, რომელმაც თავის მხრივ, ტარასოვი კონტრაქტის საფუძველზე დაიქირავა.
ამასთან, ცნობილია, რომ ბუტის საქმით ბიუროს ერთ–ერთი პარტნიორი მაიკლ სალივანიც იქნება დაკავებული. უახლოეს დღეებში ის სასამართლოს შესაბამისი ნებართვის მისაღებად მიმართავს. წარსულში სალივანი მასაჩუსეტსის რეგისტრატურის წევრი იყო, ამ შტატის მთავარი ფედერალური პროკურორი და ბუშ უმცროსის დროს აშშ–ის ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს პროდუქციის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების სამმართველოს დირექტორის მოვალეობას ასრულებდა (ATF).
გასულ წელს სალივანი რესპუბლიკური პარტიიდან აშშ–ის სენატში ჯონ კერის ადგილზე კენჭს იყრიდა, რომელიც თავის მხრივ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა, თუმცა სალივანმა პირველადი არჩევნები წააგო. ტარასოვის თქმით, ბუტს ახალი ადვოკატის როლში იგი უკვე შეუდგა მისი საწინააღმდეგოდ გამართული სასამართლოს მასალების შესწავლას. აზიის რიგ ქვეყნებში ის მოწმეთა ჩვენებებს აგროვებდა და ახალ მტკიცებულებებს განიხილავდა.
როგორც ტარასოვი სასამართლო მიმართვაში წერს, დაცვას ინკრიმინირებულ ბუტის გამო ტაილანდიდან აშშ-ში ექსტრადიციის კანონიერების ეჭვი გაუჩნდა, გარდა ამისა, ეჭვი პროცესზე დაცვის ტაქტიკის და აპელაციაზე მისი უფლების რეალიზაციის დროს გაუჩნდა.
„ჩემი პროფესიული აზრით, გაჩენილი ეჭვები იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ბუტს მიუკერძოებელი სასამართლოს უფლება წაართვეს, რომელიც აშშ-ს კონსტიტუციით იყო გარანტირებული“, – წერს ადვოკატი.
ტარასოვის თქმით, 60 დღიანი გადავადება აუცილებელია, კერძოდ, იმისათვის, რომ ბუტის ადვოკატთა გუნდმა აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს, უცხოურ აქტივებზე კონტროლის სააგენტოსგან სათანადო ლიცენზია მიიღოს. ლიცენზიის გარეშე ადვოკატებს უფლება არ აქვთ ფული არც ბუტისაგან და არც რომელიმე სხვა პირისაგან მიიღონ.
ტარასოვმა განაცხადა, რომ ეშკროფტის საადვოკატო ბიურომ ფინანსთა სამინისტროს სათანადო ლიცენზიის მისაღებად უკვე მიმართა. ადვოკატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში – აზიის, ევროპისა და აფრიკის ჩათვლით მტკიცებულებების შეგროვებას აპირებენ, – წერს ბუტს ახალი დამცველი, რომელიც პირობას იძლევა, რომ დაცვა ბუტის ახალი სასამართლო პროცესის გამართვის თაობაზე განაცხადს 2015 წლის 1 იანვრამდე შეიტანს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ბუტთან საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა. უცხოური პრესის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ვიქტორ ბუტთან ერთად ტერორისტული ორგანიზაცია „ფარკისთვის“ იარაღის მიყიდვის საქმეშიც ფიგურირებს. „ფარკის“ გარდა ვიქტორ ბუტი იარაღით „ალ ქაიდას, „თალიბანს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს აქტიურად ამარაგებდა. მედიაში ვიქტორ ბუტთან დავით კეზერაშვილის ახლო კავშირსა და პარტნიორობაზე ჯერ კიდევ 2010 წლიდან აქტიურად იწერებოდა. იმ სქემის მიხედვით, რომლითაც, მედიის ინფორმაციით, კეზერაშვილი მოქმედებდა, ის უკრაინაში შეძენილი იარაღის მიყიდვას ვიქტორ ბუტზე ახორციელებდა, რომელიც ამ იარაღს, თავის მხრივ, „ალ ქაიდას“ და „თალიბანს“ აწვდიდა. ამის პარალელურად, უცხოური მედიის წყაროების ცნობით, კეზერაშვილი ურთიერთობას „ფარკთანაც“ ამყარებს.
http://www.bbc.co.uk/russian/international/2014/11/141102_us_viktor_bout_new_defence