არჩილ გორდულაძე: მხოლოდ ინტერესების თანხვედრასა და თანასწორუფლებიანობაზე დაყრდნობით შეიძლება, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდეს ჩვენსა და აშშ-ს შორის

“მხოლოდ და მხოლოდ ინტერესების თანხვედრასა და თანასწორუფლებიანობაზე დაყრდნობით შეიძლება, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდეს ჩვენსა და აშშ-ს შორის”,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ცალსახად დაადასტურეს მზაობა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ის გაფუჭებული და გაყინული ურთიერთობები, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს წარმოიშვა, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს და პარტნიორობა შედგეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინტერესებს შორის თანხვედრა მოხდეს და მხოლოდ და მხოლოდ ამ თანხვედრასა და თანასწორუფლებიანობაზე დაყრდნობით შეიძლება, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდეს ჩვენსა და აშშ-ის შორის“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები