ნიუ-დელიში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა(ვიდეო)

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი შენობაში ღამის საათებში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც ათეულობით ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.

მედიის ცნობით, დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები