ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება
“ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, “ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია ახლა შიგნით ეძებს განტევების ვაცს და სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
„ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ ეს აქცია ჩავარდებოდა და ნახეთ, რომ ჩავარდა. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, როდესაც სისუსტეს ხედავ, შიგნით ეძებ განტევების ვაცს და ეს დაპირისპირება არის აქედან გამომდინარე. ეს მათი საქმეა. ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.