დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალციხეში გამართულ საქალაქო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალციხეში გამართულ საქალაქო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სტენდი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სტუმრები ადგილზე სკოლის საქმიანობასა და ახალციხეში მიღწეულ შედეგებს გაეცნენ.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა. გამარჯვებულებს საჩუქრად სკოლის ბრენდირებული ნივთები გადაეცათ.