რაზე შეთანხმდნენ ირაკლი ალასანიასთან „ქართული ოცნების“ ლიდერები?

1-ლი ნოემბრის საბჭოს სხდომის გაუხმაურებელი ამბები – რაზე შეთანხმდნენ ირაკლი ალასანიასთან „ქართული ოცნების“ ლიდერები? – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „ქრონიკა“ აქვყნებს. გამოცემასთან ინტერვიუში დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ 1-ლი ნოემბრის სხდომაზე მინისტრებთან, მათ შორის ირაკლი ალასანიასთან ერთად, შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების საქმეზე გამოძიების შედეგებს დაელოდებიან.
„მან საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ შინაგანი რწმენა ჰქონდა, მისი თანამშრომლები არ იქნებოდნენ გადაცდომაში მხილებულნი და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათი პატიოსნების ბოლომდე სჯერა…მე ვფიქრობ, მისი მხრიდან ასეთი პოზიცია სავსებით გამართლებულია, თუმცა მაინც გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ამას თავად ირაკლიც ამბობს“, – აცხადებს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები